საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტონგას ტესტ-მატჩი მოუგო

© Sputnik / STRINGERსაქართველო-ტონგა. რაგბი
საქართველო-ტონგა. რაგბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ბორჯღალოსნებმა ტონგას გუნდს ანგარიშით 20:9 მოუგეს

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 20:9 მოუგო ტონგას ტესტ-მატჩში, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამოას გუნდი დაამარცხა >>

თამაში რთულ პირობებში მიმდინარეობდა - გადაუღებლად წვიმდა და ტემპერატურა იყო მხოლოდ 3-5 გრადუსი სითბო. უამინდობა თამაშის ხარისხსა და გაზონის მდგომარეობაზე აისახა.

შეხვედრის პირველი ნახევარი თანასწორ ბრძოლაში გაიმართა. სტუმრებმა ექვსი ქულა გამოიმუშავეს ზუსტი საჯარიმო დარტყმებით, რომელიც გუნდის კაპიტანმა ტაკულუამ შეასრულა. მასპინძელმა ოთარ გიორგაძის წარმატებული ლელოთი და თედო აბჟანდაძის გარდასახვით უპასუხეს. შესვენებაზე გუნდების გასვლის დროს ტაბლოზე ანგარიში იყო 7:6 საქართველოს სასარგებლოდ.

ტესტ-მატჩი საქართველოს და იტალიის ნაკრებებს შორის - Sputnik საქართველო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იტალიასთან ტესტ-მატჩში დამარცხდა

მეორე ტაიმში ქართველი მორაგბეები მეტოქეებზე უკეთ გამოიყურებოდნენ. თუმცა მეორე ნახევრის დასაწყისში ტაკულუამ თავისი გუნდი კვლავ დააწინაურა.

ამის შემდეგ ტაბლოზე ციფრები იცვლებოდა მხოლოდ ქართველების სასარგებლოდ. თავიდან აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა ორი საჯარიმო დარტყმა და ანგარიში 13:9 გახდა. ხოლო დამატებით დროში შეხვედრას წერტილი დაუსვა ზურაბ ჟვანიამ, რომელმაც შეხვედრა წარმატებული ლელოთი დაასრულა. გარდასახვა კი ისევ აბჟანდაძის ანგარიშზეა.

თამაში დასრულდა ანგარიშით 20:9, და საქართველომ ნოემბრის ტესტ-მატჩების სერია პოზიტიურ ნოტაზე დაასრულა, მიუხედავად სტადიონზე ქომაგების სიმცირისა. პირველ ტესტ-მატჩში საქართველომ იტალიას ანგარიშით 17:28 დაუთმო. შემდეგ კი თბილისში სამოას 27:19 და ტონგას 20:9 მოუგეს.

სამივე თამაში საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ნაწილია, რომელიც მომავალი წლის შემოდგომაზე იაპონიაში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0