თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა სამოას გუნდს ტესტ-მატჩი ანგარიშით 27:19 მოუგო.
მასპინძელი მატჩის დასაწყისში საჯარიმო დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ ინიციატივა თავის ხელში კუნძულელებმა აიღეს. გუნდები შესვენებაზე მაშინ გავიდნენ, როდესაც ანგარიში სამოას სასარგებლოდ 10:19 იყო.
© photo: აისი - Icy / FBსაქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვება სამოას გუნდზე
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვება სამოას გუნდზე
მეორე ტაიმში მილტონ ჰეიგის აღსაზრდელებმა, რომლებმაც ქართველი ქომაგები სერიოზულად ანერვიულეს, თავისი შესაძლებლობები აჩვენეს.
თამაში „ავჭალის“ სტადიონზე შედგა.
ერთი კვირის წინ ქართველი მორაგბეები იტალიელებს შეხვდნენ და ანგარიშით 17:28 დამარცხდნენ.