საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამოას გუნდი დაამარცხა

© FB / Georgian Rugbyმატჩი საქართველოს და სამოას ნაკრებებს შორის
მატჩი საქართველოს და სამოას ნაკრებებს შორის - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მორაგბეები ტესტ-მატჩის მეორე ნახევარში დაწინაურდნენ

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა სამოას გუნდს ტესტ-მატჩი ანგარიშით 27:19 მოუგო.

მასპინძელი მატჩის დასაწყისში საჯარიმო დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ ინიციატივა თავის ხელში კუნძულელებმა აიღეს. გუნდები შესვენებაზე მაშინ გავიდნენ, როდესაც ანგარიში სამოას სასარგებლოდ 10:19 იყო.

© photo: აისი - Icy / FBსაქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვება სამოას გუნდზე
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამოას გუნდი დაამარცხა - Sputnik საქართველო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვება სამოას გუნდზე

მეორე ტაიმში მილტონ ჰეიგის აღსაზრდელებმა, რომლებმაც ქართველი ქომაგები სერიოზულად ანერვიულეს, თავისი შესაძლებლობები აჩვენეს.

თამაში „ავჭალის“ სტადიონზე შედგა.

ერთი კვირის წინ ქართველი მორაგბეები იტალიელებს შეხვდნენ და ანგარიშით 17:28 დამარცხდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0