„საქართველოს რკინიგზა“ ვეტერანებს მგზავრობის საფასურს გაუნახევრებს

© photo: Sputnik / Denis Aslanovმატარებელი
მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესაბამის დადგენილებას საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭო 2018 წლის ბოლომდე გამოსცემს

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. „საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას, მომავალი წლიდან 50%-იანი შეღავათით კიდევ 70 000-მდე მოქალაქე ისარგებლებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მამუკა ბახტაძე და ჟან-კლოდ იუნკერი - Sputnik საქართველო
მილიონობით ევრო რეფორმებისთვის: ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება

ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის.

გავრცელებული ინფორმაციით, შეღავათი შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპულების ოჯახის წევრებს და მარჩენალდაკარგულებს. ასევე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის მონაწილეებს.

პრემიერის ინიციატივას საქართველოს მთავრობა უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭო შესაბამის დადგენილებას 2018 წლის ბოლომდე გამოსცემს.

 

ყველა ახალი ამბავი
0