ქართველი მეხანძრეებისთვის 4 ათას წყვილ სპეცფეხსაცმელს შეიძენენ 

გამოწერა
მეხანძრე-მაშველების სპეცფეხსაცმლის შეძენისთვის 677 600 ლარი გამოიყო.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იტალიური კომპანია GRISPORT-ისგან მეხანძრე-მაშველებისთვის 4000 წყვილ სპეციალურ ფეხსაცმელს შეიძენს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ცნობით, ფეხსაცმელს ორწლიანი საექსპლუატაციო ვადა აქვს და თავისი ტექნიკური მახასიათებლებით სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

მეხანძრე-მაშველების სპეცფეხსაცმლის შეძენისთვის 677 600 ლარი გამოიყო.

საქართველომ ტყის ხანძრებთან ბრძოლის მიზნით სპეცტექნიკა შეიძინა>>

მასმედიის ინფორმაციით, გასულ წელს ქართველ მეხანძრე–მშველებს ისრაელმა და აშშ–მა, ერთად ჯამში, 800 წყვილი სპეციალური ცეცხლგამძლე ფეხსაცმელი  გადასცეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0