ცნობილია პროექტი, რომელსაც საქართველო ვენეციის ბიენალეზე წარადგენს

© photo: Sputnik / Alessandro Rota / გადასვლა მედიაბანკშიწყალდიდობა ვენეციაში
წყალდიდობა ვენეციაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მხატვარი ვენეციის ბიენალეზე წარმოადგენს პროექტს უსასრულობასა და ქართულ ანბანზე

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველო ვენეციის 58-ე ბიენალეზე წარადგენს პროექტს უსასრულობის შესახებ, რომელიც განათლების სამინისტროსთან არსებული ორგანიზაცია „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა.

დიდ ბრიტანეთში მოკლემეტრაჟიანი კინოს ფესტივალზე საქართველო მასშტაბურად მონაწილეობს >>

პროექტზე მუშაობდა ანა ეძგვერაძე (ანა ქეი) კურატორ მარგო ნორტონთან ერთად, სიმონე სუბალის და Project ArtBeat გალერეების მხარდაჭერით.

სამოსი მარიამ გვასალიას კოლექციიდან - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერის სამოსს ვენეციის ერთ-ერთ უძველეს მაღაზიაში წარმოადგენენ

პროექტ  REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…-ის კონფეფცია წარმოადგენს სტრუქტურის ზედაპირზე უსისტემოდ გაბნეულ ონკანის მსგავს სკულპტურულ ობიექტებს, რომლებიც პოლიმერული რკინისგან არის გაკეთებული და რომლებშიც მუდმივად წყალი ცირკულირებს.

ავტორის ჩანაფიქრით, ინსტალაცია ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სუბსტანციას წარმოადგენს: წყალი გულისხმობს უსასრულობას, განწმენდასა და ენერგიას. ვერცხლისფერი ონკანების იერარქიული ფორმები იმეორებს ქართულ ანბანს, უძველეს ასომთავრულს, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 430 წელს შეიქმნა.

ვენეციის ბიენალეზე ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში „არსენალე“ საქართველოსთვის 74 კვადრატული მეტრის ფართობის პავილიონი გამოიყო. გამარჯვებულის პროექტისთვის ფულადი ფონდი 160 ათას ლარს შეადგენდა.

ვენეციის ბიენალე ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესია მსოფლიოში. მისი დაარსების თარიღი კინემატოგრაფიის დაბადების წელს ემთხვევა (1895). თანამედროვე ხელოვნების გამოფენა მონაწილეების წრის გაფართოებისკენ მიისწრაფვის. თემები და კონცეფციები წლიდან წლამდე იცვლება.

ვენეციის 58-ე ბიენალე 2019 წლის 11 მაისიდან 24 ნოემბრამდე გასტანს. ამჯერად გამოფენის კურატორი გახდა ლონდონის საგამოფენო ცენტრ Hayward Gallery-ს დირექტორი რალფ რუგოფი.

ბიენალეს თემა იქნება „გეცხოვროს საინტერესო დროს” (May you live in interesting times).

შეგახსენებთ, 2017 წელს ვენეციის ბიენალეზე საქართველო ახალგაზრდა მხატვარმა ვაჟიკო ჩაჩხიანმა წარადგინა პროექტით „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“.

ყველა ახალი ამბავი
0