ძლიერმა წვიმამ ბათუმში სახლები დატბორა

© photo: Batumi City Hall / FBწყალდიდობა ბათუმში
წყალდიდობა ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებულების აზრით, მათ სახლებში წყლის შესვლის მიზეზი მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხია.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ძლიერი წვიმის გამო ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე რამდენიმე სახლის პირველი სართული დაიტბორა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბათუმი - Sputnik საქართველო
გერმანია აჭარაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს

ადგილობრივების განცხადებით, წყალი მათ სახლებში წელს მესამედ შევიდა. დაზარალებულების თქმით, ამჯერადაც განადგურდა ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები. დაზარალებულების აზრით, მათ სახლებში წყლის შესვლის მიზეზი მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხია.

ამ დროის მონაცემებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 58 შეტყობინება. ადგილზე ამოტუმბვითი სამუშაოები დაწყებულია. გარდა ამისა, მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს ის მოქალაქეები, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე ავტომანქანით გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.

არსებულ ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც გაეცნო.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის და ამის შემდეგ მოხდება  დაზარალებულებისთვის მისი ანაზღაურება.

ყველა ახალი ამბავი
0