თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ სოფელ დიღომში კანალიზაციის სისტემის მშენებლობის დაწყების შესახებ განაცხადა.
პროექტი ოთხი ეტაპისგან შედგება. სამუშაოების საერთო ღირებულება 22 მილიონი ლარია.
„ჩვენ დღეს ამ პროექტის პირველ ნაწილს ვიწყებთ. მისი ღირებულება დაახლოებით 3 მლნ ლარია. მომავალი წლის განმავლობაში იგი მთლიანად განხორციელდება. მთლიანობაში აშენდება 16-კილომეტირიანი საკანალიზაციო ქსელი", - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
როგორც მერმა აღნიშნა, კანალიზაციის სისტემის მშენებლობა მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
„ეს ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, როცა ჩვენ მოსახლეობას ვხვდებოდით. ისინი საკუთარ პრობლემებზე გვესაუბრებოდნენ. ჩვენი დაპირება იყო ის, რომ ჩვენ ამ პრობლემას აუცილებლად გადავჭრიდით. სამუშაოები დღეს იწყება - ეს საკმაოდ მსხვილი პროექტია", - განაცხადა კალაძემ.
ადრე მერმა ხაზგასმით აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიწისქვეშა კომუნიკაციების ხარისხიანი მშენებლობა, რათა მოსახლეობას რაც შეიძლება ნაკლები პრობლემები შეექმნას.