„ოლიმპიური ვარსკვლავის" მშენებლობა განახლდება

© Sputnik / Denis Aslanovმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. შარტავას ქუჩაზე განახლდება მრავალფუნქციური კომპლექსი „ოლიმპიური ვარსკვლავის" მშენებლობა, რომელიც ათ წელზე მეტია დაიწყო და შემდეგ მიტოვებული იყო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ემუქრება თუ არა თბილისს კატასტროფა და მშენებლობის წესების დარღვევის მოსალოდნელი შედეგი>>>

კალაძის სიტყვებით, ამჟამად თბილისში 179 ობიექტია აღრიცხული, რომელთა მშენებლობაც შეჩერებულია.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარდეს. დღეს მივიღეთ ყველა გადაწყვეტილება, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, დეველოპერულ კომპანიას უკვე ხვალიდან შეუძლია ამ პროექტის რეალიზაცია დაიწყოს და დაასრულოს ყველა სამუშაო, რომელიც დაწყებული იყო", – განაცხადა თბილისის მერმა.

ჩოგბურთი - Sputnik საქართველო
„იპოდრომის კორტები" თბილისის მუნიციპალიტეტს უბრუნდება

კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავი" 2006 წელს დაარსდა და დაიწყო მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა შარტავას ქუჩაზე, ყოფილი საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე.

კომპლექსის მშენებლობა ამ დრომდე დაუსრულებელია. 2012 წელს კომპანია 27 მილიონი ლარით დაჯარიმდა, თუმცა, საქართველოს შემოსავლების სამსახურთან მოლაპარაკების შემდეგ, „ოლიმპიურ ვარსკვლავს" ჯარიმის ოდენობა 450 ათას ლარამდე შეუმცირდა.

მრავალი წლის განმავლობაში დაუსრულებელი მშენებლობა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთ პრობლემას უქმნის. მათი განცხადებით, მშენებლობა ნაგავსაყრელად და კრიმინალის ადგილად იქცა.

რომელ ქუჩებზე დაწესდება პარკირების საათობრივი გადასახადი>>>

ქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძე კომპანია Sveti-ის დაუმთავრებელ მშენებლობებსაც შეეხო.

„მერიაში დოკუმენტები როგორც კი შემოვა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, რათა ყველა ადამიანმა მიიღოს ის, რაც ეკუთვნის და არავინ დაკარგოს ერთი თეთრიც კი", – განაცხადა მან.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ დეველოპერულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ კვლევები იმასთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხო იქნება მშენებლობის გაგრძელება, რათა მომავალში, მობინადრეების შესახლების შემდეგ რაიმე პრობლემა არ გაჩნდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0