დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა

© photo: Sputnik / Alexander Kriazhev / გადასვლა მედიაბანკშიექიმთან მიღებაზე
ექიმთან მიღებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს ცნობით, 2018 წლის ნოემბერში ექვს იზოლატორში სრულად განახლდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები.

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. მცხეთის, საგარეჯოს, ყვარლის, ზეტაფონისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამედიცინო პუნქტები შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა იზოლატორებში ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის დასაქმების პროექტის ფარგლებში გახსნა.

„პუნქტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. იზოლატორში დასაქმებული ექიმები აღნიშნულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირებს სამედიცინო მომსახურებას ადგილზე გაუწევენ. ექიმებმა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული გადამზადების კურსი გაიარეს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნული პროექტის ინიცირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის დასაწყისში მოხდა და იგი საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებასაც ემსახურება.

შსს–ს იზოლატორებში სამედიცინო პერსონალის გადამზადების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს>>

ასევე, უწყების ცნობით, 2018 წლის ნოემბერში ექვს იზოლატორში სრულად განახლდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებიც, დანარჩენ იზოლატორებში კი ტექნიკის განახლების პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0