შსს–ს იზოლატორებში სამედიცინო პერსონალის გადამზადების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Alexander Kriazhev / გადასვლა მედიაბანკშიექიმთან მიღებაზე
ექიმთან მიღებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის მიზანია დროებითი მოთავსების იზოლატორებში მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზით ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, აღნიშნავენ უწყებაში

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. შსს–ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პერსონალის გადამზადების ახალი ეტაპი დაიწყო, აღნიშნულია უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შსს-ს შენობა თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების იზოლატორები იფუნქციონირებს

ტრენინგები მედიკოსებისთვის, სამედიცინო პერსონალის დასაქმების პროექტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და დაფინანსებით ხორციელდება.

ექიმებს ოთხდღიანი კურსი ჩაუტარდათ, რომელიც ითვალისწინებს სწავლებას გადამდები დაავადებების, დაზიანებების დოკუმენტირებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პროექტს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2014 წლიდან ახორციელებს. 

„პროექტის მიზანია დროებითი მოთავსების იზოლატორებში სათანადო პირობების შექმნით, იზოლატორების პერსონალისთვის ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზით ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

აღნიშნული კურსი სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროცესის მეორე ეტაპია. 

ყველა ახალი ამბავი
0