საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების იზოლატორები იფუნქციონირებს

© Photo: Courtesy of Patrol Police of Georgiaშსს-ს შენობა თბილისში
შსს-ს შენობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბაზისო სასწავლო კურსის გავლის გარეშე მოსამსახურე თანამდებობაზე ვერ დაინიშნება.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თაოსნობით სასტუმრო „რედისონში“ დღეს დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზენტაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დაგეგმილი აქტივობები მოიცავს: იზოლატორებში წარმოებული ვიდეო ჩანაწერების შენახვის ვადის გაზრდას 24 საათიდან 120 საათამდე, ორი ახალი დაწესებულების მოწყობას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში.

იზოლატორების სარემონტო სამუშაოები დაიწყო წალკაში, ჩხოროწყუში, ქობულეთში, სამტრედიასა და ფოთში. ექვს მსხვილ იზოლატორში კი ვიდეო-მეთვალყურეობის საშუალებები ჩანაცვლდება ახლით, ასევე ახალი იზოლატორები აშენდება ბორჯომში, ბაკურიანსა და გუდაურში.

უწყების ინფორმაციით, განახლდება თანამშრომლების გადამზადების სასწავლო კურსი. მოსამსახურე საბაზისო სასწავლო კურსის გავლის გარეშე თანამდებობაზე ვერ დაინიშნება.


ყველა ახალი ამბავი
0