თბილისში სუფრის ყურძნის ექსპორტის პერსპექტივები განიხილეს

© photo: Sputnikყურძენი და ღვინო
ყურძენი და ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციაზე სუფრის ყურძნის წარმოება ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის და მოლდოვასა და ცენტრალურ აზიაში არსებული საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თბილისში  რეგიონული კონფერენცია „სუფრის ყურძენი – შესაძლებლობები საქართველოსთვის“ ჩატარდა, რომელშიც ამ დარგის ექსპერტებთან ერთად მეწარმეები და ფერმერებიც მონაწილეობდნენ, იუწყება გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობა.

კონფერენციაზე, მაღალი ხარისხის სუფრის ყურძნის წარმოება ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის და მოლდოვასა და ცენტრალურ აზიაში არსებული საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს.

ღვინის ფესტივალი - Sputnik საქართველო
საქართველოში პირველად საფერავის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

კონფერენციის შემდეგ მეწარმეები მიიწვიეს ტრენინგზე, სადაც სუფრის ყურძნის წარმოების, შენახვის, დაფასოების და მარკეტინგის თანამედროვე ტექნოლოგიები იქნა წარმოდგენილი. სემინარზე  ყურადღება გაამახვილეს მაღალი საფასო სეგმენტის წარმოებაზე და სავაჭრო შესაძლებლობებზე.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, საქართველო არის სუფრის ყურძნის ნეტო–იმპორტიორი და ხელიდან უშვებს მაღალი საფასო სეგმენტის ბიზნეს შესაძლებლობებს.

„საქართველოს აქვს ღვინის კარგად განვითარებული წარმოება და ექსპორტი. ქვეყანაში ხარობს უამრავი ჯიშის ვაზი. თუმცა, იგი სუფრის ყურძნის მხოლოდ იმპორტიორ ქვეყნად რჩება. ამავე დროს, სუფრის ყურძნის მოხმარება ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ დაბალია. ამასობაში, მოლდოვამ, რომელიც, ასევე, მნიშვნელოვანი მოცულობის ღვინის წარმოებას ფლობს, წარმატებას მიაღწია სუფრის ყურძნის წარმოებაში“, – აღნიშნავენ FAO–ს  საქართველოს წარმომადგენლობაში.

ბოკალი თეთრი ღვინით - Sputnik საქართველო
ქართული ქარვისფერი ღვინო The Washington Post-ის ყურადღების ცენტრში მოექცა

წარმომადგენლობის ცნობით, მოლდოვა 80 000 ტონა სუფრის ყურძნის ექსპორტს ახორციელებს წელიწადში. შედეგად, მოლდოვას წლიური შემოსავალი ამ დარგიდან 40 მლნ დოლარს შეადგენს, მიუხედავად შეზღუდული საირიგაციო რესურსებისა. უზბეკეთი, რომელიც, საქართველოსთან შედარებით, გაცილებით შორს მდებარეობს ხელსაყრელი ბაზრებიდან და წყლის შეზღუდული რესურსები აქვს, წლიურად იღებს 100 მლნ დოლარის შემოსავალს ახალი ყურძნით ვაჭრობიდან.

„თუ ადგილობრივი მოხმარება ზომიერად გაიზრდება და მოლდოვას მთლიანი მოხმარების ნახევარს გაუტოლდება, იმპორტის ნაწილი კი ჩანაცვლდება,  ქართველი ფერმერები დამატებით 50 მლნ დოლარის შემოსავალს მიიღებენ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ბიზნეს შესაძლებლობა საქართველოს აგრარულ სექტორში“, – მიაჩნიათ ორგანიზაციაში.

ამ საკითხების გადასაწყვეტად საქართველოში, მოლდოვაში, ტაჯიკეთში და უზბეკეთში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია(FAO) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ტექნიკური დახმარების პროექტს, რათა ამ ქვეყნებმა მაღალ საფასო სეგმენტში ვაჭრობის შესაძლებლობების გაუმჯობესებას მიაღწიონ.

ყველა ახალი ამბავი
0