https://sputnik-georgia.com/20181120/The-driver-was-detained-by-a-pedestrian-in-Khelvachauri-243054433.html
დაკავებულია მძღოლი, რომელმაც ხელვაჩაურში ფეხით მოსიარულე ქალი გაიტანა
დაკავებულია მძღოლი, რომელმაც ხელვაჩაურში ფეხით მოსიარულე ქალი გაიტანა
Sputnik საქართველო
ავტოსაგზაო შემთხვეის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი 20.11.2018-ს, Sputnik საქართველო
2018-11-20T20:13+0400
2018-11-20T20:13+0400
2021-10-19T16:45+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2018
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კრიმინალი საქართველოში – 2018, შემთხვევები, საქართველო
კრიმინალი საქართველოში – 2018, შემთხვევები, საქართველო
დაკავებულია მძღოლი, რომელმაც ხელვაჩაურში ფეხით მოსიარულე ქალი გაიტანა
20:13 20.11.2018 (განახლებულია: 16:45 19.10.2021) ავტოსაგზაო შემთხვეის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ ხელვაჩაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული გ.ს. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციი, ბრალდებული მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ღამით, თავისი კუთვნილი ავტომანქანით ხელვაჩაურში, ჭარნალი-ახალსოფლის საავტომობილო გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეებს - 1970 წელს დაბადებულ ც.ს.-ს და 1962 წელს დაბადებულ დ.გ.-ს შეეჯახა და მიიმალა. ც.ს. ადგილზე გარდაიცვალა, დ.გ. კი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
პოლიციამ ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი, რომელიც დაკავებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ნაწილებად დაშალა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.