ხელვაჩაურში მანქანა ქვეითებს დაეჯახა - დაიღუპა ერთი ადამიანი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულის განცხადებით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

თბილისი, 18 ნოემბერი  – Sputnik. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში - არიან დაშავებულები

ფეხით მოსიარულეებს ავტომანქანა დაეჯახა, რომელიც, ერთ-ერთი დაშავებული დავით მელაძის თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევას მისი მეუღლე ემსხვერპლა. დავით მელაძის განცხადებით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

„სამი ვიყავით – მე, ჩემი მეუღლე და მეზობელი ქალი. სწრაფად მომავალო მანქანა დაგვეჯახა. რომ წამოვდექი, მეუღლესთან მივედი, უკვე გარდაცვლილი იყო“, – აცხადებს დავით მელაძე.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც „Sputnik-საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0