უცხოელმა დიპლომატებმა ქართული ლუდი დააგემოვნეს

© photo: Sputnik / Oksana Dzadanლუდი
ლუდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიპლომატების სტუმრობა კომპანიაში მის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. „ზედაზენის“ ლუდის ქარხანას  უცხოელი დიპლომატები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ეწვივნენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

უცხოელი დიპლომატები საწარმოს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენის“  ორგანიზებით ესტუმრნენ.

Любитель пива с бокалом напитка - Sputnik საქართველო
ლუდის ფასი შესაძლოა მთელ პლანეტაზე გაიზარდოს – გლობალური დათბობის კიდევ ერთი შედეგი

„საქართველოში საქმის კეთება შეიძლება, ეს არის ცეზარ ჩოჩერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. მე უკვე მეორეჯერ გახლავართ აქ და ვნახეთ, რომ არის არაჩვეულებრივი სტანდარტების ქარხანა, არაჩვეულებრივი პროდუქციის. ამ შემთხვევაში გამოშვებას დავესწარით იმიტომ, რომ ხარისხი მართლაც საუკეთესო არის,“ - განაცხადა საქართველო-ევროპის ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ.

„ზედაზენის“ გენერალური დირექტორის, კახაბერ კოტრიკაძის განცხადებით კი ეს შეხვედრა იმიტომ არის მნიშვნელოვანი კომპანიისთვის, რომ ქართული ლუდის კომპანიას ლიდერობა უნდა და ამბიცია აქვს, ხარისხითა და წარმოებული პროდუქტით სახელი მოიპოვოს არამარტო ადგილობრივ ბაზარზე, არამედ ქვეყნის გარეთაც.

ყურძენი და ღვინო - Sputnik საქართველო
თბილისში სუფრის ყურძნის ექსპორტის პერსპექტივები განიხილეს

„შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ელჩს პირდაპირ აცნობ, თუ სად ხდება პროდუქციის წარმოება, რა არის ძირითადი ფუნდამენტი ამ წარმოების,“ - აღნიშნა კახაბერ  კოტრიკაძემ.

სტუმრებისთვის ქარხანაში ლუდის დეგუსტაცია მოეწყო.

უცხოელმა დიპლომატებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ქართული ბიზნესისთვის გახსნილი სხვადასხვა პერსპექტივებიც განიხილეს.

საქართველომ მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან (EFTA) და დსთ-ის ქვეყნებთან.

ყველა ახალი ამბავი
0