თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ქართულ-რუსული საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ზემო ლარსი დღეს: რუსეთისკენ გზა დაკეტილია, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია >>
საავტომობილო გზის გაფართოვებისათვის საჭირო ღონისძიებების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, 2018 წლის 19 ნოემბრის 14:00 სთ-მდე, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ძლიერი ყინვის გამო, შეზღუდვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გზის გაწმენდითი სამუშაოებიო გრძელდება, რათა უმოკლეს ვადებში ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება იყოს შესაძლებელი.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება.