ზემო ლარსი დღეს: რუსეთისკენ გზა დაკეტილია, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია

© photo by press-service of Roads Department of Georgiaმცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავა

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი აკვირდება სიტუაციას მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, რომელიც ზვავსაშიშროების გამო  მესამე დღეა დაკეტილია, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 19 ნოემბერს

სპეციალისტების რეკომენდაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაში რეკომენდირებული არ არის. ეს ერთადერთი გზაა, რომელის საქართველოს რუსეთთან აკავშირებს.

მაღალმთიანეთში უქმეებზე 5 გრადუსამდე სითბო იქნება. კვირას ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 9-10 გრადუსამდე დაიკლებს.

ყველა ახალი ამბავი
0