ზემო ლარსი დღეს: ყველა სახის ტრანსპორტისთვის გზა გახსნილია

© Photo by Press-service of Roads Department of Georgiaთოვლი მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე
თოვლი მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხი დღის შემდეგ ქართულ-რუსული საზღვრისკენ მიმავალი გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გაიხსნა

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქართულ-რუსული საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ზემო ლარსი დღეს: რუსეთისკენ გზა დაკეტილია, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია >>

ორშაბათს დღისით ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ გუდაური-კობის მონაკვეთი მსუბუქი მანქანებისთვის გაიხსნა. თუმცა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის შეზღუდვები საღამომდე მოქმედებდა.

„ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში ცალმხრივად განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0