ბათუმში ფინანსთა სამინისტროს აკადემია გაიხსნა

© Facebook / Government of Ajaraაჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეიდან აკადემიაში პირველი სასწავლო კურსი „საგადასახადო კანონმდებლობის“ თემაზე დაიწყო და მას კერძო და საჯარო სექტორის 25 წარმომადგენელი გაივლის.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში ფინანსთა სამინისტროს აკადემია გაიხსნა, სადაც მსურველები სასერტიფიკაციო სტაჟირებისა და სხვადასხვა ტრენინგ პროგრამების გავლას შეძლებენ, იუწყება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, სასწავლებლის ძირითადი მიმართულებები იქნება: ფინანსები, ბუღალტერია, აუდიტი, კანონმდებლობა, მენეჯმენტი და უნარ-ჩვევები.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
აჭარიდან ჩინეთში 100 სტუდენტი გაემგზავრება

დღეიდან აკადემიაში პირველი სასწავლო კურსი „საგადასახადო კანონმდებლობის“ თემაზე დაიწყო და მას კერძო და საჯარო სექტორის 25 წარმომადგენელი გაივლის.

აკადემიაში სასწავლო პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება. შენობაში სასწავლო ოთახები, საკონფერენციო დარბაზები და თავისუფალი სივრცეა (ბიბლიოთეკა) განთავსებული. აკადემიის სერვისების მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF), ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტთან (JVI), ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსთან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GiZ), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობითა და თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით არაერთ რეგიონალურ პროექტს ახორციელებს.

აკადემია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორთან ტარიელ ჭულუხაძესთან ერთად გახსნა.

ყველა ახალი ამბავი
0