აჭარიდან ჩინეთში 100 სტუდენტი გაემგზავრება

© FB / Batumi Shota Rustaveli State Universityბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის მთავრობამ ჩინურ მხარესთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტი, მათ შორის მაღალმთიანი აჭარიდან, ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთვება, იუწყება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის ვებგვერდი.

თანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის მთავრობამ ჩინურ მხარესთან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის მთავრობისა და საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით გააფორმა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს  - Sputnik საქართველო
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალ საერთო საცხოვრებელს აუშენებენ

თანამშრომლობის მემორანდუმს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის დირექტორმა დავით ებრალიძემ და ჩანგშას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა ფუ ჰანგუანიმ მოაწერეს ხელი.

„ჩანგშას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ჩვენს რეგიონს და ქვეყანას სჭირდება”, - აღნიშნა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.

მხარეთა შეთანხმებით, შემუშავდება ერთობლივი საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამები, ჩატარდება სამეცნიერო პროექტები, კონფერენციები, საზაფხულო სკოლები და სემინარები. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მეთოდოლოგიური ლიტერატურის გაცვლასა და სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების მართვის გამოცდილების გაზიარებას.

ყველა ახალი ამბავი
0