გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის გზა გაიხსნა

© photo: Roads Department of Georgia / FBგაწმენდითი სამუშაოები
გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თოვლისა და ლიპყინულის გამო, შეზღუდვა რჩება  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის

თბილისი, 18 ნოემბერი  – Sputnik. გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, შეზღუდვა რჩება  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის და მათთვის გადაადგილება აკრძალულია.

გაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე - Sputnik საქართველო
გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

აღნიშნული მონაკვეთი ზვავსაშიშროების გამო 15 ნოემბრიდან ჩაკეტილი იყო. გზაში ჩარჩენილია მანქანები. მგზავრების უმრავლესობა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. მათმა ნაწილმა ღამე ახლომდებარე სასტუმროებში გაატარა. მგზავრებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.

მოძრაობის აღდგენა ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება, აცხადებენ უწყებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0