სასამართლომ „ევროპულ საქართველოს“ არჩევნების თარიღის გადატანაზე უარი უთხრა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIარჩევნები 2018
არჩევნები 2018 - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიის სარჩელი, რომელიც არჩვენების ჩატარებას სამუშაო დღეს ეწინააღმდეგება

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სარჩელი, რომელიც მოითხოვდა ბათილად იქნას ცნობილი ცესკო-ს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს გაიმართება, იუწყება პირველი არხი.

რამდენად აწყობს ოპოზიციის გამარჯვება „ქართულ ოცნებას" >>

„ევროპული საქართველო“ წინააღმდეგია არჩევნები სამუშაო დღეს ჩატარდეს, რადგან, პარტიის წარმომადგენელთა თვალსაზრისით, ეს საარჩევნო კოდექსს ეწინააღმდეგება. მეტიც, ეს უქმნის შეფერხებებს უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსა და იმათ, ვინც საქართველოს ერთ ქალაქშია დარეგისტრირებული, ხოლო ცხოვრობს და მუშაობს სხვა ქალაქში.

ოპოზიციონერებმა ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას საარჩევნო კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს: მე-6 არჩევნები (გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა)/რეფერენდუმი/ პლებისციტი შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს) და 95-ე (საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები იმართება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში).

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბილბორდები ზურაბიშვილის გარეშე: რა მოუტანა „ქართულ ოცნებას" ახალმა სტრატეგიამ

თავის მხრივ, ცესკო სხვა ნორმებით ხელმძღვანელობდა. კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის ოფიციალური შედეგების შეჯამებიდან მეორე კვირის ბოლოს ტარდება. არჩევნების შედეგები ცესკო-ს სხდომაზე ოთხშაბათს, 14 ნოემბერს შეჯამდა.

„საქმის განხილვის შედეგად, შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ ცესკო-მ მაშინ როდესაც განსაზღვრა მეორე ტურის ჩატარების კონკრეტული დღე, ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა საკანონმდებლო წესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის კანონიერი“, – განაცხადა ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელმა გიორგი სანტურიანმა.

ანალოგიური სარჩელი სასამართლოში შეიტანა ყოფილმა მმართველმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ეს სარჩელი სასამართლოში ჯერჯერობით არ განხილულა.

სახელმწიფო მოსამსახურეებს ხელფასები 2019 წლიდან გაეზრდებათ >>

არჩევნების დღე - 28 ნოემბერი საქართველოში უქმედ გამოცხადდა. იმისათვის, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს პრობლემები არ შეექმნათ, კენჭისყრის პროცესი იქ 24:00 საათამდე გაგრძელდება. საქართველოს ტერიტორიაზე კი საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

საქართველოს გარდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ხმის მიცემას 39 ქვეყნის 55 უბანზე შეძლებენ. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე უნდა დადგნენ.

მეორე ტურში გავიდა ორი კანდიდატი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერს.

ყველა ახალი ამბავი
0