სახელმწიფო მოსამსახურეებს ხელფასები 2019 წლიდან გაეზრდებათ

© Sputnik / Levan Avlabreliმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ეტაპობრივად გეგმავს ხელფასების გაზრდას როგორც ძალოვანი სტრუქტურების მოსამსახურეებისთვის, ისე განათლების სისტემაში

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. 2019-2020 წლებში საქართველოში ხელფასები გაეზრდება 7 526 სამხედრო მოსამსახურეს მათი წოდების შესაბამისად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მათი სოციალური მხარდაჭერისთვის 2016 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

პრემიერი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი ოპოზიციას საჩუქრად კალკულატორებს დაჰპირდა

„მინდა შეგახსენოთ, რომ ამავე დროს 2018 წლის ზაფხულიდან შსს-ს თანამშრომლებს, თითქმის 14 ათას მოქალაქეს გაეზარდა ხელფასი, ეს პროცესი გაგრძელდება. 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ ასევე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს. ეს არის დაახლოებით 2900 მოსამსახურე. პირველი იანვრიდან იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებისთვის ხელფასების ზრდაც“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძემ აღნიშნა, რომ ამავე დროს მოხდება ხელფასის ზრდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისთვისაც.

მანამდე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლიდან დაიწყება სკოლების პედაგოგების, დირექტორების და თანამშრომლების ხელფასების გაზრდა.

მილიარდნახევარი განათლებაზე – რაში დაიხარჯება თანხა ბიუჯეტიდან >>

ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ 2022 წლისთვის მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 1800 ლარამდე გაიზრდება, ხოლო უმაღლესი კატეგორიის პედაგოგების - 2000 ლარამდე და მეტი.

ყველა ახალი ამბავი
0