00:17 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
453 0 0

განათლების სისტემა მთავრობის ერთ–ერთი პრიორიტეტია. ამ სფეროში ასიგნირება 2019 წელს მშპ–ისადმი 2,9% დონეზე იგეგმება

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 23,7 მლნ ლარით იზრდება და 1,49 მლრდ ლარს აღწევს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ამჟამად სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ, რის შემდეგ ის, დეპუტატების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთავრობას დასამუშავებლად 20 ოქტომბერს დაუბრუნდება.

განათლების სფეროს პროგრამები, რომლებიც 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება

ლარის კურსი – 2,62 GEL/$1

პროგრამის დასახელება

თანხა (მლნ ლარი)

 

უფასო სახელმძღვანელოების პროექტი

18,0

მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა

22,5
პირველკლასელებისთვის ნეტბუქები გადაცემის პროგრამა 20,1
სკოლამდელი და საშუალო განათლება 738,0
მათ შორის, წარმატებული მოსწავლეების წახალისება 0,73

პედაგოგების პროფესიული განვითარების პროექტი

11,8

უმაღლესი განათლება

168

მათ შორის, გამოცდების ორგანიზება

11,9

სასწავლო და სამაგისტრო გრანტები

135,2

მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა 

65,5

პროფესიული განათლება

48,7

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში განათლების რეფორმა ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად სახელდება. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რეფორმები შეეხება განათლების სისტემის ყველა საფეხურს: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

ვინ მიიღებს მილიარდებს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან>>

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნება 2019 წელს განსაზღვრულია 12,7 მილიარდი ლარის ოდენობით, მათ შორისაა საბიუჯეტო სახსრები 11,3 მლრდ ლარი, დონორთა მხრიდან დაფინანსება – 1,5 მლრდ ლარი.

 

მთავარი თემები