თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. გუდაურში სამშენებლო კომპანია „რედკოს" საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩამონგრეულია ბეტონის მონოლითი, რომელიც პარკინგის მხარეს იყო განთავსებული.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია კორპუსის ნაწილის ჩამონგრევა.
მომხდარ ფაქტს სამშენებლო კომპანია ადასტურებს.