საყვარელი დიზაინერი: ვინ შეუკერა სამოსი საქართველოს პირველ ლედის პარიზისთვის

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ისაუბრეს იმაზე, თუ ვინ შეუკერა პირველ ლედის ტანსაცმელი, რომლითაც ის ელისეის მინდვრებზე ბრწყინავდა.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა უპირატესობას ქართველ დიზაინერებს ანიჭებს, სწორედ ამიტომ პარიზში ვიზიტისთვის მან დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის სამოსი აირჩია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

გიორგი მარგველაშვილის მეუღლე პრეზიდენტთან ერთად პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრებოდა. ყოფილმა მსახიობმა სოციალური ქსელების მომხმარებელთა აღფრთოვანებული გამოხმაურებები დაიმსახურა.

„საქართველოს პირველი ლედი ტანსაცმელს დათუნა სულიკაშვილთან იკერავს. პალტო და კაბები, რომლებიც მას პარიზში ეცვა, ასევე სულიკაშვილისგანაა", – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

ღონისძიებებზე პარიზში მაკა ჩიჩუა ელეგანტურ შავ კაბებსა და კრემისფერ პალტოში ბრწყინავდა.

დათუნა სულიკაშვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი დიზაინერია. მისი კოლექციები ყოველთვის იპყრობს ყურადღებას, ხოლო მისი შექმნილი ტანსაცმელი, პრაქტიკულად, ჩვენებების დღესვე იყიდება. თავად დიზაინერს არ უყვარს დიდი ხმაური მის გარშემო, ამიტომ იშვიათად თანხმდება ინტერვიუს.

მაკა ჩიჩუა პირველი ლედი 2014 წელს გახდა, მარგველაშვილის ინაუგურაციიდან ერთი წლის შემდეგ. მათ ქორწილში მოწმეები მათი შვილები იყვნენ პირველი ქორწინებიდან. ჩიჩუამ და მარგველაშვილმა ერთმანეთი შვილების მეშვეობით გაიცნეს – მაშო ჩიჩუა და ანა მარგველაშვილი ბავშვობიდან მეგობრობენ.

პირველი ლედი პოლიტიკით არასდროს ყოფილა დაკავებული. მან დაამთავრა სამხატვრო აკადემია, გადაღებულია კლიპებსა და მხატვრულ ფილმებში, მონაწილეობდა თეატრალურ დადგმებში, მუშაობდა წამყვანად და გრიმიორად ტელევიზიაში. ამჟამად ქველმოქმედებას ეწევა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ეხმარება.

ყველაზე საუკეთესო: როგორ ბრწყინავდა პარიზში საქართველოს პირველი ლედი>>

ჩიჩუასა და მარგველაშვილს 2015 წელს შეეძინათ ვაჟი თეიმურაზი, ხოლო 2018 წელს - მეორე ვაჟი თომა.

 

ყველა ახალი ამბავი
0