საქართველოში უმუშევრობის შემწეობის შემოღების იდეა გაჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliმუშები მშენებლობაზე
მუშები მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფკავშირების ინიციატივით, მოქალაქეებმა შემწეობა სამსახურის დაკარგვიდან ექვსი თვის განმავლობაში უნდა მიიღონ.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება“ უმუშევართა გარკვეული კატეგორიისთვის შემწეობის შემოღების ინიციატივით გამოდის, განაცხადეს გაერთიანების წარმომადგენლებმა კვლევის პრეზენტაციაზე „უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა”.

პროფკავშირების ინიციატივით, შემწეობა იმ მოქალაქეებს უნდა დაენიშნოთ, რომლებიც ბოლო 12 თვის განმავლობაში მუშაობდნენ, მაგრამ სამსახური დაკარგეს. შემწეობის მინიმალურ თანხად 200 ლარი დასახელდა. ეს თანხა უმუშევრებმა სამსახურის დაკარგვიდან ექვსი თვის განმავლობაში უნდა მიიღონ.

თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
საქსტატი: საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა

პროფკავშირების ეკონომიკური ანალიტიკოსის გიორგი ჭანტურიძის თქმით, სახელმწიფოს აღნიშნული შემწეობა დაახლოებით 48 მლნ ლარი დაუჯდება. ეს თანხა საკმარისია იმისათვის, რომ 40 000 ადამიანმა, რომელიც საშუალოდ წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს, მიიღოს 200-ლარიანი შემწეობა 6 თვის განმავლობაში.

„ჩვენი კვლევის მიზანი იყო წარმოგვედგინა გამოსავალი, რომელიც შეიძლება იყოს სიღარიბის შემცირება და უმუშევართა მინიმალური სახსრებით უზრუნველყოფა. კვლევის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს უმუშევრობის შემწეობა“, – განაცხადა ჭანტურიძემ.

ამასთან ერთად პროფკავშირები მიიჩნევს, რომ ყველა უმუშევრისთვის სახელმწიფომ მომზადება-გადამზადების პროგრამა უნდა უზრუნველყოს, რაც საშუალებას მისცემს მათ, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმების შანსი გაუჩნდეთ.

ჭანტურიძემ აღნიშნა, რომ დღეს არსებული მომზადება-გადამზადების კურსი წელიწადში ამზადებს დაახლოებით 2 000 ადამიანს, თუმცა პროგრამის ბიუჯეტის სიმცირიდან გამომდინარე ის არაეფექტურია.

საუკეთესო ბიზნესისთვის: საქართველო რეგიონში კვლავ პირველია >>

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 11,5%-ს შეადგენს. საშუალო ხელფასი საქართველოში 1069,1 ლარია.

ყველა ახალი ამბავი
0