„ყაზტრანსგაზი“ აფრთხილებს: თვითნებურად ნუ დაამონტაჟებთ გაზის გამათბობლებს

© photo: Sputnikგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
გახდა თუ არა დღეს ზემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი თვითნებურად დამონტაჟებული გამათბობელი, ამას გამოძიება დაადგენს.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. კომპანია „ყაზტრანსგაზ–თბილისი“ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაამონტაჟებენ თვითნებურად გაზის გამათბობლებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, აფეთქება სწორედ თვითნებურად დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა გამოიწვია.

„მოვუწოდებთ ჩვენს აბონენტებს, გეგმიური შემოწმების დროს, როდესაც ჩვენი თანამშრომლები მოვლენ სახლში და მიუთითებენ მათ, რომ მათი დანადგარი არის უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამონტაჟებული და მოუხსნიან, თვითნებურად აღარ მიაერთონ“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა გიორგი ლეფსვერიძემ.

ფონიჭალაში სახლის აფეთქების შედეგები - Sputnik საქართველო
ზემო ფონიჭალაში აფეთქებული კორპუსის მცხოვრებლებს დროებით სხვაგან დააბინავებენ

„ყაზტრანსგაზ–თბილისის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, ფიქსირდება ძალიან ბევრი ფაქტი, როდესაც კომპანიის თანამშრომლების მიერ მოხსნილ დანადგარებს აბონენტები ისევ თვითნებურად აერთებენ.

კომპანია შეახსენებს აბონენტებს, რომ გაზის სუნის შეგრძნების შემთხვევაში სასწრაფოდ გააღონ ფანჯრები, გაანიავონ სათავსო და დარეკონ 114–ში.

ზემო ფონიჭალაში დღეს საცხოვრებლ კორპუსში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა, რამაც საცხოვრებელი კორპუსის მესამე და მეოთხე სართულებზე ნგრევა გამოიწვია. აფეთქების შედეგად დაშავებული 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. ქალისა და ბავშვის ცხედრები კი მაშველებმა რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ იპოვეს.

გახდა თუ არა დღეს ზემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი თვითნებურად დამონტაჟებული გამათბობელი, ამას გამოძიება დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0