აფეთქება ზემო ფონიჭალაში – დაშავებულთა შორის ერთი ჩვილი და ერთი მცირეწლოვანია

© Sputnik / Denis AslanovПожарные на месте ЧП
Пожарные на месте ЧП - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ზემო ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა, რამაც საცხოვრებელი კორპუსის მესამე და მეოთხე სართულებზე ნგრევა გამოიწვია.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის – ერთი ჩვილი და ერთი მცირეწლოვანი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

 

ყველა ახალი ამბავი
0