საქართველოში სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგითი, გამოძიება დაადგენს

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ქართველი სამხედრო მოსამსახურე თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ვაზიანში სამხედრო მოსამსახურე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა >>

1989 წელს დაბადებული რიგითი ლ.ბ.-ს კონტრაქტით რადიოოპერატორად მსახურობდა და გარდაცვალების მომენტში დათხოვნაში იმყოფებოდა.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

ყველა ახალი ამბავი
0