ვაზიანში სამხედრო მოსამსახურე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაზიანის სასროლეთზე მიმდინარე სწავლების დასრულების შემდეგ ავარია მოხდა.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ვაზიანში, სასროლეთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მე-12 ბატალიონის მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის პირველი კლასის რიგითი ვაჟა შათირიშვილი დაიღუპა, ნათქვამია თავადაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ახალციხეში 31 წლის კაპრალი დაიღუპა

სამინისტროს ცნობით, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეული იმყოფებოდა ვაზიანში არსებულ სასროლეთზე სწავლების მიზნით. სწავლების დასრულების შემდეგ, როდესაც სამხედრო მოსამსახურეები ტოვებდნენ სასროლეთის ტერიტორიას, ავტომანქანა გადაბრუნდა მიწაყრილიან გზაზე, რის შედეგადაც ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს მძღოლმა, რიგითმა გიორგი ძაგანაშვილმა, მანქანის მეთაურმა, რიგითმა ვაჟა შათირიშვილმა და მეტყვიამფრქვევე გიორგი ვარძელაშვილმა.

სამივე სამხედრო მოსამსახურე დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სადაც მიყვანისთანავე გარდაიცვალა ვაჟა შათირიშვილი. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-400 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საბრძოლო სატრანსპორტო მანქანის მართვის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აგარასთან ავტოავარიას ორი სამხედრო პირი ემსხვერპლა >>

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მე-12 ბატალიონის მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის პირველი კლასის რიგითის ვაჟა შათირიშვილის გარდაცვალების გამო.

ყველა ახალი ამბავი
0