აგარასთან ავტოავარიას ორი სამხედრო პირი ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის ავტომობილი
საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილებიც და დაშავებულიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის თანამშრომლები არიან.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო მანქანა და თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შედეგად მსუბუქ მანქანაში მჯდომი ორი ადამიანი, მათ შორის მძღოლი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ახალციხეში ავტოავარიას ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

დაშავებული გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში" გადაიყვანეს. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გარდაცვლილებიც და დაშავებულიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის თანამშრომლები არიან. თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებით, ისინი ავარიის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. „სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის მსუბუქი მანქანების ასეულის მძღოლის გრიგოლ გარაყანიძისა და უმცროსი სერჟანტი გაბრიელ გვარჯალაძის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებს", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0