ყველაზე საუკეთესო: როგორ ბრწყინავდა პარიზში საქართველოს პირველი ლედი

გამოწერა
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მეუღლემ, რომელიც პარიზში მოგზაურობის დროს საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურებოდა, სოციალური ქსელების მომხმარებელთა გულები დაიპყრო.

 „ულამაზესი პირველი ლედი", „თავმდაბალი და მოკრძალებული", „შეუდარებელი", „საუკეთესო" - ასეთი კომენტარები დაიმსახურა საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ფრანგული ვოიაჟის დროს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ>>>

ვიზიტის დროს საპრეზიდენტო წყვილმა ფეხით გაისეირნა და დაათვალიერა ტრიუმფალური თაღი, რომელთანაც ღონისძიების ძირითადი ცერემონია იმართებოდა.

მარგველაშვილი და პირველი ლედი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში მიიღო.

წყვილი ასევე დაესწრო საფრანგეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ სადღესასწაულო ვახშამს.

ყველა ფოტოზე მაკა ჩიჩუა ძალზე ელეგანტურად გამოიყურება, სახეზე კი მომხიბვლელი ღიმილი დასთამაშებს.

„მალე საქართველოს ასეთი პირველი ლედი აღარ ეყოლება", – წერს ქართველი ინტერნეტ-მომხმარებელი.

მაკა ჩიჩუა საქართველოს პირველი ლედი 2014 წელს, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციიდან ერთი წლის შემდეგ გახდა.

პირველი ლედი პოლიტიკურ მოღვაწეობას არასდროს ეწეოდა. მას დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია, გადაღებულია მხატვრულ ფილმებსა და კლიპებში, მუშაობდა წამყვანად და ვიზაჟისტად ტელევიზიაში. ამ დროისთვის მაკა ჩიჩუა ქველმოქმედებითაა დაკავებული და დახმარებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს.

2015 წელს ჩიჩუასა და მარგველაშვილს თეიმურაზი შეეძინათ, 2018 წელს კი თომა.

მარგველაშვილს პირველი ქორწინებიდან ასევე ჰყავს სრულწლოვანი ქალიშვილი ანა, ხოლო პირველ ლედის — მაშო.

 

ყველა ახალი ამბავი
0