საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფიციალურ ვახშამზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს მიმართა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

თბილისი, 11  ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პარიზში, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილე დელეგაციების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ, ნათქვამია სახელმწიფო მეთაურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ოფიციალური ვახშმის დაწყებამდე ფრანგულმა მხარემ ორსეს მუზეუმში მაღალი რანგის სტუმრებს პიკასოს გამოფენაზე „ცისფერი და ვარდისფერი“ უმასპინძლა.

ოფიციალურ ვახშამზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს მიმართა და მსოფლიო ლიდერებს მშვიდობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

11 ნოემბერს, ტრიუმფალურ თაღთან დაგეგმილ ცერემონიამდე  საქართველოს დელეგაციასთან ერთად,  ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებმა, მსოფლიო ლიდერებს - დონალდ ტრამპს, ანგელა მერკელს, ჯასტინ ტრუდოს და სხვა მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლეს.

მარგველაშვილის ვიზიტი საფრანგეთში მისი ერთ-ერთი ბოლო უცხოური ვიზიტია პრეზიდენტის რანგში. მარგველაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილება სულ მალე იწურება. ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი, აჩვენებს არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომელიც არაუგვიანეს 2 დეკემბრისა ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0