საქართველოს ზამთრის კურორტები 8 დეკემბრიდან გაიხსნება

გამოწერა
Yandex newsTelegram
ტურისტული სეზონი საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო ტრასაზე დეკემბრის ბოლომდე გაიხსნება

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ტურისტული სეზონი საქართველოს ორ სამთო-სათხილამურო კურორტზე — ბაკურიანში, დიდველზე და გოდერძიზე ოფიციალურად 8 დეკემბერს გაიხსნება, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს მთის კურორტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება>>>

რაც შეეხება გუდაურს, აქ სამთო-სათხილამურო ტრასაზე სეზონი 15 დეკემბერს გაიხსნება.

სვანეთში ჰაწვალისა და თეთნულდის სამთო-სათხილამურო ტრასები 22 დეკემბერს გაიხსნება. გარდა ამისა, ამ დღეს მიიღებს პირველ სტუმრებს ბაკურიანში კოხტა-მიტარბის ტრასები.

„კურორტები სრულად გამართული და განახლებული ხვდება დამსვენებელს. გუდაურში მოცულობითი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. უამრავი სიახლე დახვდება დამსვენებელს, ეს იქნება ფაქტობრივად ახალი გუდაური. რაც შეეხება დანარჩენ კურორტებს, ყველა კურორტი მზად არის ვიზიტორების მისაღებად, საბაგიროებს ჩაუტარდა გეგმური სარემონტო სამუშაოები, სათხილამურო გზები იწმინდება ქვებისგან, საბაგიროს ოპერატორებმა გაიარეს გადამზადების კურსი", - აცხადებენ სამინისტროში.

გუდაური - Sputnik საქართველო
ამიერიდან გუდაური კლიმატზე დამოკიდებული აღარ იქნება

უწყების ინფორმაციით, გუდაურში საბაგირო „საძელეზე" სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და 3 დეკემბერს დასრულდება, რომლის ინსპექტირებას კომპანიები Doppelmayr-ი და Bureau Veritas-ი ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, აღნიშნულ საბაგიროზე მიმდინარე წლის 16 მარტს, სისტემური გაუმართაობის გამო, სავარძლების ნაწილი, რომლებშიც ტურისტები ისხდნენ, ქვედა სადგურისკენ უკუსვლით დაგორდა და ერთმანეთს შეეჯახა. მომხდარის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისთვის შეიქმნა ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, რომელიც როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონზე მომხმარებელს მთის კურორტების შესახებ ამომწურავ ინფორმაცის აწვდის.

 

ყველა ახალი ამბავი
0