ამიერიდან გუდაური კლიმატზე დამოკიდებული აღარ იქნება

© photo: TBC bank / FBგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიელები კურორტ გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების ყველაზე თანამედროვე სისტემას დაამონტაჟებენ

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. უახლოეს მომავალში კურორტი გუდაური კლიმატზე დამოკიდებული აღარ იქნება — იქ ხელოვნური გათოვლიანების უახლესი სისტემა ამუშავდება.

საქართველოში გათოვდა >>

გუდაურის მეორე სათხილამურო ტრასაზე აღნიშნულ სისტემას 2019 წლის ზამთრის სეზონისთვის იტალიური კომპანია „ტექნოალპინი“ დაამონტაჟებს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ Facebook-გვერდზე.

კომპანიებს შორის შესაბამისი ხელშეკრულება იტალიაში გაფორმდა.

საბაგირო - Sputnik საქართველო
პერსონალი გადამზადებულია – საქართველოში საბაგიროთი მგზავრობა უსაფრთხო იქნება

იტალიური კომპანია „ტექნოალპინი“ ხელოვნური გათოვლიანების სისტემებს 1990 წლიდან აწარმოებს და 50-ზე მეტ ქვეყანაში მას 1800-ზე მეტი კლიენტი ჰყავს.

ბოლო წლებში კომპანია უწევდა პარტნიორობას მრავალ ფართომასშტაბიან ღონისძიებას — ოლიმპიური თამაშებს, მსოფლიო ჩემპიონატებსა და მსოფლიო თასების ეტაპების სათხილამურო რბოლებს, აგრეთვე იყო სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური პარტნიორი.

გუდაური საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. 2023 წელს აქ ფრისტაილსა და სნოუბორდინგში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება.

ტურისტების ნაკადი საქართველოში იზრდება. ტურისტების რაოდენობა საქართველოს ოთხ სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიზე და სვანეთში) 2011 წლიდან ექვსჯერ გაიზარდა.


ყველა ახალი ამბავი
0