ქართველი გოგონა, რომელიც ინტერნეტ-ვარსკვლავად იქცა

© photo: courtesy of Nino Revazishviliლიზი ივანიშვილი
ლიზი ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

სულ ახლახან ინტერნეტში პატარა გოგონას სიმღერის ვიდეო გავრცელდა, რომელმაც სრულიად ინტერნეტსივრცე მოიცვა. ვიდეოს ასი ათასობით ნახვა და გაზიარება აქვს.

პატარა ინტერნეტ ვარსკვლავი ცხრა წლის ლიზი ივანიშვილია, რომელსაც სიმღერა დედამ ასწავლა. ლიზი მშობლებთან და პატარა ძმასთან ერთად ცხოვრობს. პატარას სიმღერა ყველაფერზე მეტად უყვარს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მასწავლებელთან ვერ ემზადება. ლიზის შესახებ მის დედას, ნინო რევაზიშვილს ვესაუბრეთ.

© photo: courtesy of Nino Revazishviliლიზი ივანიშვილი
ქართველი გოგონა, რომელიც ინტერნეტ-ვარსკვლავად იქცა - Sputnik საქართველო
ლიზი ივანიშვილი

როგორც ნინომ გვითხრა, ლიზი ძალიან პატარა იყო სიმღერა რომ დაიწყო. ოთხი წლისა უკვე კარგად მღეროდა. სამწუხაროდ ოჯახს არ ჰქონდა საშუალება ლიზი სიმღერაზე ეტარებინა, ამიტომ დედამ მისი განათლება საკუთარ თავზე აიღო და დედა-შვილს ერთობლივი მუშაობა საკმაოდ კარგადაც გამოუვიდა.

ლიზი განსაკუთრებული მონაცემებით, სმენით და ხმით გამოირჩევა. მისი ნამღერი გულგრილს არავის ტოვებს და ყოველთვის დიდი მოწონებას იმსახურებს. 

ნინო შვილის სიმღერებს პერიოდულად ინტერნეტ სივრცეში აქვეყნებს.  ყველა მათგანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ბოლო ვიდეომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. სიმღერა „როგორ დავემდურო ბედს“ ინტერნეტ-ჰიტად იქცა. ვიდეოს 200 ათასზე მეტი ნახვა და გაზიარება აქვს. პატარა მომღერალი ჯერ ვერ ხვდება, რომ ნახევარი საქართველო მისი ნამღერით ტკბება. კომენატრებს დედა უკითხავს და ლიზის მორცხვად ეღიმება.

„ლიზის ერთ-ერთმა ვიდეომ შარშან სექტემბერშიც მოიპოვა პოპულარობა. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ათი ათასობით ნახვა ქონდა, მაგრამ, ამ ვიდეომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მე ეტაპობრივად ვდებ ხოლმე მის სიმღერებს. არასდროს მიფიქრია, თუ ასეთი სითბოთი და სიყვარულით მიიღებდა ხალხი მოყვარულის დონეზე ნამღერ, თხუთმეტ წუთში ნასწავლ სიმღერებს. თუ დააკვირდით ტექსტიც კი არ იცის ბოლომდე ზეპირად“, - ამბობს ლიზის დედიკო.

ლიზის მუსიკის გარდა ცეკვის ნიჭითაცაა დაჯილდოებული. ქართულ ცეკვას მის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პატარა მომღერალს ამ მხრვ კიდევ სხვა გეგმები აქვს - უნდა თავისი ცეკვით მსოფლიო გააცოოს.

„სიმღერის გარდა ქართული ცეკვით არის გატაცებული. ქართული ცეკვაც ისევე უყვარს, როგორც სიმღერა. რა თქმა უნდა ჩვენ ყველანაირდ შევუწყობთ ხელს, აკეთოს ის საქმე, რაც უყვარს და სიამოვნებს, მერე უკვე მასზეა დამოკიდებული“.

მშობლები ბევრს ფიქრობენ ლიზის მომავალზე. სურთ, რომ წარატებული მომღერალი გახდეს, მოახდინოს თავისი შესაძლელობების რეალიზება, მიიღოს შესაბამისი განათლება.

„სამომავლოდ რა თქმა უნდა ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად  განვვითარდეთ, ვისწავლოთ და  მივაღწიოთ წარმატებას. მაგრამ არ მინდა ეს  ერთჯერადი და ხანმოკლე წარმატება იყოს. მინდა სათანადოდ ისწავლოს მუსიკა, სერიოზულად მოეკიდოს ამ საკითხს და შესაბამისი განათლება მიიღოს. ამის მონაცემი ნამდვილად აქვს. სამწუხაროდ ჯერჯერობით სერიოზულ ნაბიჯებს ვერ ვდგამთ ფინანსური პრობლემების გამო. იმედია მალე შევძლებთ, რომ სერიოზულად ჩაერთოს სწავლის პროცესში და მეტად განვითარდეს“,  - ამბობს ნინო.

© photo: courtesy of Nino Revazishviliლიზი ივანიშვილი
ქართველი გოგონა, რომელიც ინტერნეტ-ვარსკვლავად იქცა - Sputnik საქართველო
ლიზი ივანიშვილი

დღეს კი ნიჭიერი ლიზიკო მხიარული ღიმილით, შემართებით მიიწევს წინ, თითქოს მთელი ცხოვრება ამას აკეთებდა... ის დამსახურებულად იქცა ინტერნეტვარსკვლავად.

 

ყველა ახალი ამბავი
0