რისთვის სჭირდებათ ევროპაში ქართული მატყლი

გამოწერა
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ALCP-მა „ქართული მატყლის კომპანიას“ ევროპის ქვეყნებში პროდუქციის მიწოდებაში დახმარება გაუწია

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ქართული მატყლი საკმაოდ მოთხოვნადია არამარტო ინდოეთში, ყაზახეთსა და ბელარუსში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც, უამბო „Sputnik-საქართველოს“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ALCP-ის წარმომადგენელმა დავით გველაძემ.

ALCP-ის პროგრამა ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში ეხმარება. ამჟამად „შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს“ დახმარებით პროგრამა ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში ხორციელდება. პროგრამა მეშვიდე წელია მოქმედებს და მის ერთ-ერთ სექტორს წარმოადგენს ისეთი დარგების განვითარება, როგორიცაა რძე, ხორცი და მატყლი.

ხორცის ექსპორტი 2017 წელს საქართველოდან შვიდჯერ გაიზარდა >>

„მანამდე არსებობდა მითები და ლეგენდები იმის შესახებ, რომ ევროპაში ქართულ მატყლზე მოთხოვნა არ არსებობს. ეს ტყუილია. ქართულ მატყლზე უცხოეთში დიდი მოთხოვნაა. ეს განპირობებულია ხარისხით, რადგან ქართული მატყლი ნახევრად უხეშია და ძირითადად ხალიჩების ქსოვაში და სამხედრო სამოსის ტექსტილში გამოიყენება“, - გვიამბო გველაძემ.

ALCP-მა „ქართული მატყლის კომპანიას“ ევროპის ქვეყნებში პროდუქციის მიწოდებაში დახმარება გაუწია. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოდან ევროპაში 260 ტონა მატყლია ექსპორტირებული.

აშშ-სა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
MADE IN GEORGIA... ანუ როდიდან გველიან ოკეანის გაღმა?

„ქართული მატყლის კომპანიასთან“ მუშაობა 5 წლის წინ დავიწყეთ. კომპანია უკვე ყიდიდა მატყლს თურქეთში, უკრაინაში, ინდოეთში, ყაზახეთში, ბელარუსში, მაგრამ მას ჰქონდა ამბიცია გასულიყო ევროპის ბაზარზე. თუმცა ამისათვის მზად არ იყო. ჩვენ დავადგინეთ, რომ ძირითადი ხელშემშლელი პრობლემა იყო მატყლის დაფასოება“, - აღნიშნა გველაძემ.

გველაძემ განაცხადა, რომ ევროპის ბაზარს სხვა ბაზრებისგან განსხვავებული მოთხოვნები გააჩნია. ALCP-ის წარმომადგენლებმა ქართული კომპანია დააკავშირეს გამოცდილ ბრიტანულ ორგანიზაციასთან, რომელიც ევროპაში მატყლის გადამამუშავებელი უმსხვილესი კომპანიაა. ერთ კვირაში ის მილიონ ტონა მატყლს ამუშავებს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყიდის.

„დავაკავშირეთ ქართული კომპანია ამ ბრიტანულ კომპანიასთან, მოვიძიეთ ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზა. ქართულ კომპანიას ესაჭიროებოდა რეგისტრაცია სპეციალურ ევროპულ სისტემაში, რომელშიც შედიან ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. რეგისტრაციის შემდეგ ქვეყანა თავისი პროდუქციის ექსპორტირების უფლებას იძენს“, - განმარტა გველაძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ALCP-ს წარმომადგენლებმა ორი წლის წინ აღნიშნულ სისტემაში ქართული კომპანია დაარეგისტრირეს.

საქართველოდან სიგარეტის ექსპორტი თერთმეტჯერ გაიზარდა >>

„მატყლი - ეს პირველი პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის საზღვარზე ოფიციალურად როგორც ცხოველური წარმოშობის პროდუქტი შევიდა“, - აღნიშნა გველაძემ და დაამატა, რომ პროდუქციაზე დატანილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მატყლი ევროკავშირის სისტემაშია დარეგისტრირებული, საბაჟო პროცედურებს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

ALCP-ს უახლოეს გეგმებშია ევროპულ ქვეყნებში ქართული თაფლის ექსპორტის საკითხების მოგვარება.

ყველა ახალი ამბავი
0