თბილისში რუსი ჰაკერი დააკავეს

გამოწერა
საქართველოში დააკავეს პირი, რომელიც რუსეთში „რუსეთის რკინიგზის“ და ავიაკომპანია S7-ის ბილეთებით მაქინაციებშია ბრალდებული

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. ინტერპოლის ხაზით ძებნილი რუსეთის მოქალაქე იაროსლავ სუმბაევი, რომელიც მედიის ინფორმაციით, არის ჰაკერი, რამდენიმე დღის წინ საქართველოში დააკავეს, შსს-ზე დაყრდნობით იუწყება Новости-Грузия.

საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულ რუსეთის მოქალაქის გათავისუფლებაზე სასამართლომ უარი თქვა >>

ინტერპოლის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, 28 წლის სუმბაევს ბრალად ედება დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი ძარცვა.

საქართველოში სუმბაევს ბრალი წარედგინა სსკ-ის ორი მუხლით: 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 362-ე (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება). ბრალდებულს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სუნამო - Sputnik საქართველო
არადეკლარირებული სუნამოები საბაჟოზე: რუსეთის მოქალაქეს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შსს-ს მონაცემებით, მოგვიანებით განცხადებას საქართველოს პროკურატურა გააკეთებს.

რუსეთში სუმბაევს და კიდევ 28 პირს ბრალი ედება „რუსეთის რკინიგზის“ და ავიაკომპანია S7-ის ბილეთების ფიქტიურ დაბრუნებაში, რითაც მათ 2013-2014 წლებში 17 მილიონი რუბლი (250 ათას დოლარზე მეტი) გამოიმუშავეს.

მეტიც, ამ თაღლითური სქემის გახსნას უკავშირებენ 10 ოქტომბერს მომხდარ ევგენია შიშკინას მკვლელობას, რომელიც რუსეთის შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს უფროსი გამომძიებელი იყო. გამომძიებლის ცხედარი მის სახლთან ახლოს იპოვეს.

მანამდე რუსეთის მედია იუწყებოდა, რომ სუმბაევი რუსეთიდან მონტენეგროში გაიქცა.

ყველა ახალი ამბავი
0