არადეკლარირებული სუნამოები საბაჟოზე: რუსეთის მოქალაქეს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

© photo: Sputnik / Evgenyi Biyatov / გადასვლა მედიაბანკშისუნამო
სუნამო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 195 ერთეული სხვადასხვა დასახლების სუნამო, რომლის საბაჟო ღირებულება 17 559 ლარს შეადგენს.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით პროდუქციის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ეჭვმიტანილი ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
მარნეულში 80 ათასი ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გაიტაცეს

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტ „ყაზბეგის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე სცადა რუსეთის მიმართულებით მალულად გადაეტანა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების პარფიუმერული პროდუქცია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 195 ერთეული სხვადასხვა დასახლების სუნამო, რომლის საბაჟო ღირებულება 17 559 ლარს შეადგენს.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საბაჟო წესის დარღვევას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0