მარნეულში 80 ათასი ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გაიტაცეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიეჭვმიტანილი ხელბორკილებში
ეჭვმიტანილი ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა გატაცებული სამკაულებისგან მიღებული გადამდნარი ოქრო და ძვირფასი თვლები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქალაქეები იარაღის მუქარით დააყაჩაღეს.

„ბრალდებულები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის მინა ჩაამტვრიეს და იარაღის მუქარით ხელჩანთა გაიტაცეს, სადაც დაახლოებით 80 ათასი ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები იდო", – აღნიშნულია განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
შსს-მ რაჭაში ყაჩაღობის ორი ფაქტი გახსნა

სამართალდამცველებმა გატაცებული სამკაულებისგან მიღებული გადამდნარი ოქრო და ძვირფასი თვლები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული წარსულში ყაჩაღობისთვისაა ნასამართლევი.

გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0