ქართული ფესტივალი EchoWaves პრესტიჟულ ჯილდოზეა წარდგენილი

© courtesy of Echowaves Festivalფესტივალი EchoWaves
ფესტივალი EchoWaves   - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მუსიკალური ღონისძიება პრესტიჟული პრემიის მფლობელი ერთბაშად ორ ნომინაციაში შეიძლება გახდეს

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ქართული ფესტივალი EchoWaves ევროპული (European Festival Awards, EFA) ფესტივალების ჯილდოზეა ნომინირებული, ნათქვამია პრემიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც აღნიშნულია, ფესტივალი წარმოდგენილია ორ ნომინაციაში „საუკეთესი ახალი ფესტივალი" და „საშუალო ფორმატის საუკეთესო ფესტივალი" . საყვარელი ფესტივალისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია აქ.

მუსიკალური ფესტივალი ანაკლიაში - Sputnik საქართველო
ანაკლია მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს — Echowaves დაიწყო

EFA 2010 წელს დაფუძნდა და გრონინგენში (ნიდერლანდები) ყოველწლიურად იანვარში გადაეცემა. ევროპის ფესტივალები 13 ნომინაციაში ფასდება, რომლებიც მსოფლიო საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

EchoWaves-ის ფესტივალი მიმდინარე წლის აგვისტოში ანაკლიაში ჩატარდა. ფესტივალის ჰედლაინერებს შორის იყვნენ ხუან ატკინსი, Die Antwoord-ი, Solomun-, Tricky და მრავალი სხვა.

ფესტივალის ბიუჯეტი 6,2 მილიონი ლარია. სახელმწიფომ ღონისძიების გამართვისთვის 4,16 მილიონი ლარი გამოყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0