ბერა ივანიშვილი: ეკლესიიდან არავინ გაუძევებიათ

© BERA / FBბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ქორწინება
ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ქორწინება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერა ივანიშვილი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი ჯვრისწერის დღეს სვეტიცხოვლიდან ხალხი გამოაძევეს.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ეკლესიიდან არც არავინ გამოუძევებიათ და არც არავისთვის ლოცვა არ აუკრძალავთ, დაწერა ქართველი მილიარდერის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ქორწილი - Sputnik საქართველო
„ეს საოცრებაა" - გავრცელდა ახალი ფოტოები ბერა ივანიშვილის ქორწილიდან

ბერა ივანიშვილი ამ განცხადებით გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მისი ჯვრისწერის დღეს სვეტიცხოვლიდან ხალხი გამოაძევეს.

ახალგაზრდების ჯვრისწერა 11 ნოემბერს სვეტიცხოველში გაიმართა. მცხეთელების თქმით, ასეთი საზეიმო ჯვრისწერა ბოლოს ბაგრატიონების შთამომავლების შეუღლებისას ნახეს.

„ახლა მივმართავ მათ, ვისი გონებაც ბოღმითა და შურით არ არის შებინდული და ვისაც უბრალოდ მავანთა პოლიტიკურმა ანგაჟირებამ სიმართლე არ დაანახა. დავიწყებ იმით, რომ ეკლესიიდან არც არავინ გამოუძევებიათ და არც არავისთვის ლოცვა არ აუკრძალავთ. ეს უბრალოდ უტიფარი ტყუილია, რომელიც მის გამავრცელებელთა სინდისისთვის მიმინდვია“, -დაწერა ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში.

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე დალოცა - Sputnik საქართველო
ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი დაიწერეს

ბერამ აქვე აღნიშნა, რომ ეკლესიაში მისვლა საცობის გამო 20 წუთით დააგვიანა.

„შესაბამისად, იოლი მისახვედრია, რომ ჩვენი მანქანების გასატარებლად, ქალაქში გზები არავის გადაუკეტავს. არც ქორწილის მომზადებას და განსაკუთრებით ყვავილების მორთვას მოჰყოლია იმ თანხის ხარჯვა, რაზედაც ასე აპელირებდნენ გაბოროტებული ადამიანები. ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო, ვინაიდან ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია. და თუ იმ დღეს რამეში გამოიხატა ზომიერების დაკარგვა - მხოლოდ მეგობრულ ერთგულებაში, სიყვარულში, სიხარულსა და ერთად დგომაში“, - აღნიშნა ბერა ივანიშვილმა.

წყვილმა ქორწილი მრავალრიცხოვანი სტუმრების თანდასწრებით კოჯორთან ახლოს, ფეშენებელურ დასასვენებელ კომპლექსში გადაიხადა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ დღესასწაულის ცოცხალი ყვავილებით გაფორმებაზე ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.

„ჩემი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არაფრით არ უკავშირდება ქვეყნის ბიუჯეტსა და სახელმწიფო სახსრებს, შესაბამისად, გაუგებარია კრიტიკოსთა პრეტენზიები დახარჯული სახსრების მოცულობასთან მიმართებაში. არ მესმის, რაზე უნდა ვაბარებდე მათ ანგარიშს?!“ - დაწერა ბერა ივანიშვილმა.

ილია მეორე და ბიძინა ივანიშვილის ოჯახი - Sputnik საქართველო
რა უთხრა ილია მეორემ ივანიშვილს: მეუფე შიო შეხვედრის დეტალების შესახებ

მისი თქმით, ქველმოქმედება სულიერი მოთხოვნილებაა და არა ვალდებულება. ადამიანი სიკეთეს შინაგანი მოთხოვნილებით აკეთებს, და თუ ქველმოქმედება რაიმე სახის ვალდებულებით იტვირთება, მაშინ ის კარგავს თავის არსსა და მადლს.

ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით წარმოადგენს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.

ბერა ივანიშვილის რჩეულზე ცოტა რამაა ცნობილი: ის ყოფილი მოდელია და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. როგორც მასმედიაში წერენ, 14 წლის ნანუკა ქართველი დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ახლა გოგონას ფეშენ-ბლოგერს უწოდებენ.

ყველა ახალი ამბავი
0