ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი დაიწერეს

© FB / BERAკათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე დალოცა
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე დალოცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილმა ბერას ცხოვრების ახალ ეტაპზე ღირსეული ოჯახის შექმნა და ქვეყნის სამსახურში ყოფნა უსურვა.

თბილისი, 11  ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  დამაარსებლის და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერა ივანიშვილმა ჯვარი დაიწერა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ილია მეორე და ბიძინა ივანიშვილის ოჯახი - Sputnik საქართველო
რა უთხრა ილია მეორემ ივანიშვილს: მეუფე შიო შეხვედრის დეტალების შესახებ

ჯვრისწერის ცერემონია სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში გაიმართა.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ქორწილის გამო მცხეთაში გზები გადაკეტილია. სვეტიცხოველში ცერემონიაზე დასწრების უფლება მხოლოდ მიწვეულ სტუმრებს აქვთ, სხვა პირებისთვის ტაძარი დახურულია.

ჯვრისწერამდე ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე პატრიარქს შეხვდნენ.

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ  ჯვრისწერის წინ წყვილი დალოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა ოჯახის დალოცვისთვის და ბერას ცხოვრების ახალ ეტაპზე ღირსეული ოჯახის შექმნა და ქვეყნის სამსახურში ყოფნა უსურვა.

პოპულარული ქართველი რეპერი ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე, მოდელი ნანუკა გუდავაძე სექტემბრის თვეში დაქორწინდნენ. წყვილმა თაფლობის თვე პარიზში გაატარა.

ყველა ახალი ამბავი
0