აზერბაიჯანული თეატრი თბილისში ბერგმანის „შემდგომის სონატას" ჩამოიტანს

© Sputnik / Alexander Imedashviliგრიბოედოვის თეატრი
გრიბოედოვის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრიტიკოსების განცხადებით, „შემოდგომის სონატა" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია თეატრში.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. სამედ ვურღუნის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო დრამატული თეატრი თბილისელი მაყურებლის წინაშე წარდგება ინგმარ ბერგმანის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „შემოდგომის სონატა". 

კინოდარბაზი - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორი აზია–წყნარი ოკეანის კინოპრემიის ჟიურის წევრი გახდა

წარმოდგენა გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული თეატრის სცენაზე 22 ნოემბერს გაიმართება.

სპექტაკლის პრემიერა აზერბაიჯანში 2018 წლის ზაფხულში შედგა და თანამედროვე თეატრალურ სამყაროში მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრება უკვე მოასწრო.

სპექტაკლის რეჟისორია ილგარ საფატი. დადგმაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის სახალხო არტისტები ლიუდმილა დუხოვნაია, მაბუდ მაგერამოვი, ასევე მსახიობები რუმია აღაევა და თამილა აბუთალიბოვა. დეკორაციების მხატვარია ალექსანდრ ფიოდოროვი, კოსტიუმების მხატვარი კი ოლგა აბასოვა.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში, ისე ონლაინ.

 

ყველა ახალი ამბავი
0