ზურაბიშვილს უკრაინაში მებრძოლი სამხედრო ემუქრება - ადვოკატის სკანდალური განცხადება

© Sputnik / Alexander Imedashviliბანერი სალომე ზურაბიშვილის გამოსახულებით
ბანერი სალომე ზურაბიშვილის გამოსახულებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ პირის დასჯა, ვინც პრეზიდენტობის კანდიდატს ემუქრება, ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, მიიჩნევს ზურაბიშვილის ადვოკატი

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ადამიანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ემუქრებოდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურეა და ამჟამად უკრაინაში იბრძვის, განუცხადა ჟურნალისტებს პოლიტიკოსის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.

ზურაბიშვილი: შვილების მოკვლით მემუქრებიან >>

ზურაბიშვილმა ორშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები მოკლე ტექსტურ და ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიან და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მათი მისამართით ისმოდა მუქარა - „შუბლს გაგიხვრეტთ", „თქვენს სისხლს დავლევ!" შსს-მ მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა „მუქარისა" და „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის" მუხლებით.

„ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა იყოს გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი. საუბარია ერთ პირზე, თუმცა, ეს პირი არის სამხედრო შენაერთის წევრი. ის იბრძოდა და იბრძვის საზღვარგარეთ, უკრაინაში, ის არის ქართული შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურე“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ პირველი არხის ეთერში.

გაბუნია ამტკიცებს, რომ თავად ნახა ზურაბიშვილის მისამართით მუქარის შემცველი შეტყობინებების „სქრინშოტები“ და მოისმინა აუდიოჩანაწერი. აღნიშნულ მასალებში ნახსენებია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელიც.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს „სქრინშოტები“ ნანახი მაქვს, აუდიოჩანაწერიც. აქ არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი, შესაბამისად, ეს პირი არ არის „ფეიკი“, არის კონკრეტული პირი, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია“, – განაცხადა გაბუნიამ.

გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
ოპოზიცია ზურაბიშვილის მისამართით მუქარის გამოძიებას მხარს უჭერს

ზურაბიშვილმა საქმის კურსში არასამთავრობო სექტორის და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკვე ჩააყენა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბრისა გაიმართება. გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" კანდიდატი, ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

არჩევნების პირველი ტურის წინ, 11 ოქტომბერს ზურაბიშვილმა მისი მისამართით „შავ პიართან" დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ სიძულვილის ენამ შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს.

სალომე ზურაბიშვილს ორი შვილი ჰყავს – თეიმურაზი და ქეთევანი, რომლებიც პარიზში გაიზარდნენ, იქ, სადაც თავად ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა.

მუქარა ზურაბიშვილის მისამართით: შსს-მ გამოძიება დაიწყო >>

თეიმურაზი დედის კვალს გაჰყვა და ცხოვრება დიპლომატიას მიუძღვნა. ამჟამად ის ნიუ-იორკში ცხოვრობს და გაეროს მისიაში მუშაობს. ქეთევანი ცხოვრობს პარიზში, სადაც ერთ-ერთ ადგილობრივ ტელეარხზე წამყვანად მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0