უამინდობამ საქართველოში ავტომობილების გადაადგილება შეაფერხა

© Photo by Press-service of Roads Department of Georgiaთოვლი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე
თოვლი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეფერხებების რეჟიმში ტრანსპორტის მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

სარემონტო სამუშაოები „სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
„სამხედრო გზაზე" საავტომობილო მოძრაობა პერიოდულად დაიკეტება

ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება გაჩერება ამავე გზის დარიალის ხეობის მონაკვეთზე.

აღნიშნული გზის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვა თოვის და ლიპყინულის გამო დაწესდა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ორ მონაკვეთზე.

პერიოდული თოვისა და ყინულის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ14-კმ32 მონაკვეთზე და ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის ჩხაკაურა-ბახმაროს კმ33-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე.

თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა >>

აღნიშნული გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ რეჟიმებით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0