რატომ გაათავისუფლეს თბილისის ოთხი საბავშვო ბაღის დირექტორი

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბავშვო ბაღის დირექტორები სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის საკვების მოპარვის მიზეზით გაათავისუფლეს

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. თბილისის 109-ე, 50-ე, 169-ე და 145-ე საბავშვო ბაღების დირექტორები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
თბილისში 150 საბავშვო ბაღი არ მუშაობს

ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის  განმარტებით, ამის მიზეზი ოთხი სახის დარღვევა გახდა –ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტის მოპარვა, მენიუს შეცვლა, თანამშრომლებთან კონტრაქტების დარღვევებით გაფორმება და გადაცდომები საქმის წარმოებაში.

გვანცელაძის  განცხადებით, გათავისუფლებული დირექტორების მოვალეობის შემსრულებლებმა უნდა დაადგინონ, ჰქონდა თუ არა გადაცდომებს ადგილი  ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდანაც.

ყველა ახალი ამბავი
0