თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის 150 საბავშვო ბაღში, სადაც საარჩევნო უბნები იყო გახსნილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაწესებულებებში სანიტარიული დღე გამოცხადდა და სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„სანიტარიული დღის განმავლობაში საბავშვო ბაღები მოწესრიგდება 30 ოქტომბრიდან აღსაზრდელების ჩვეულ რეჟიმში მისაღებად“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
დედაქალაქში სულ 180 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. დანარჩენ 30 ბაღში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. სულ გაიხსნა 3 703 საარჩევნო უბანი, აქედან 55 – უცხოეთში (39 ქვეყანაში).